ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეთქმულება ჰამიდ კარზაის წინააღმდეგ


შეთქმულება ჰამიდ კარზაის წინააღმდეგ

ავღანეთის ოფიციალურ პირთა განცხადებით, ქვეყნის უშიშროებამ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი შეთქმულება გახსნა.

დაზვერვის სააგენტომ 6 ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც მიზნად ქვეყნის პრეზიდენტის მკვლელობას ისახავდნენ. ოფიციოზის განცხადებით, მათი ნაწილი წვრთნას პაკისტანში მდებარე ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში გადიოდა.

უშიშროების სამსახურის სპიკერი ლიტფულა მაშალი ამბობს, რომ ჯგუფი განათლებული ადამიანებისგან შედგებოდა და ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. მასში შედიოდნენ სტუდენტები და მასწავლებლები, რომლებიც ალ ყაიდასთან დაკავშირებულ ჰაკანის დაჯგუფებაში იყვნენ გაერთიანებულნი. შეთქმულებმა პრეზიდენტის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის გადაბირებაც კი მოახერხეს.

პრეზიდენტი კარზაი ტერორისტთა სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ის ავღანეთს 2002 წლიდან მოყოლებული მართავს.

XS
SM
MD
LG