ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის იუსტიციის მინისტრი ავღანეთშია


ამერიკის იუსტიციის მინისტრი გენერალი ერიკ ჰოლდერი ავღანეთშია. ქვეყნის მთავრობის წევრებთან ის კორუფციის დონესა და იუსტიციის სისტემის გაუმჯობესების გზებს განიხილავს.

ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ჰოლდერმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა ობამას ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტებია.

მისივე განცხადებით, ამერიკა განაგრძობს ავღანეთის მთავრობის მხარდაჭერას ეფექტური და მყარი მართლმსაჯულების სისტემის შექმნის საქმეში.

XS
SM
MD
LG