ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კვლვავ იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა


ურუზგანის პროვინციაში მიმდინარე ოპერაციის დროს მეამბოხეებად მიჩნეული ორი ბიჭუნა შემთხვევით მოკლეს

ნატოს ოფიციალურმა პირებმა ბოდიში მოიხადეს ავღანეთის სამხრეთ ნაწილში ორი ბიჭუნას შემთხვევითი მკვლელობის გამო. აშშ-ის არმიის გენერალმა ჯოსეფ დანფორდმა, რომელიც ავღანეთში ალიანსის ძალებს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ საერთაშორისო კონტინგენტის სამხედროები შეცდომაში შევიდნენ და ურუზგანის პროვინციაში მიმდინარე ოპერაციის დროს მეამბოხეებად მიჩნეული ორი ბიჭუნა შემთხვევით მოკლეს.

დანფორდმა ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. უკანასკნელ დროს მშვიდობიან მოსახლეობაში გახშირებულმა მსხვერპლმა ავღანეთის მთავრობასა და საერთაშორისო სამხედრო ძალებს შორის ურთიერთობა დაძაბა. გასულ თვეს კუნარის პროვინციაში 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა საჰაერო დარტყმის შედეგად, მათ შორის 4 ბავშვი იყო.


XS
SM
MD
LG