ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ძალები ავღანეთში სასაზღვრო ოპერაციებს ატარებენ


ნატოს ძალები ავღანეთში სასაზღვრო ოპერაციებს ატარებენ
ნატოს ძალები ავღანეთში სასაზღვრო ოპერაციებს ატარებენ

ამერიკის 101-ე საავიაციო დივიზიამ ავღანეთში პაკისტანის მოსაზღვრე პაკტიკას პროვინციაში დესანტი გადასხა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ამ შორეულ უბანს ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის კრიტიკულ რეგიონად მიიჩნევს.

ტრადიციულად თალიბები გაზაფხულზე აქტიურდებიან. ეს პერიოდი ჩვეულებრივ უფრო მეტი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებით და თავდასხმებით აღინიშნება. მას თალიბები საგაზაფხულო იერიშს უწოდებენ.

ალიანსმა წინასწარ მიიღო ზომები, რათა საგაზაფხულო იერიში წელს ნაკლებად ინტენსიური იყოს. კოალიციამ ათასობით ჯარისკაცი გადაისროლა ავღანეთის სასაზღვრო რეგიონებში მდებარე თალიბთა მომარაგების მთავარ არხებზე.

პაკტიკას პროვინციაში 101-ე სადესანტო დივიზიის პარაშუტისტებს კაპიტანი კრის ტანერი მეთაურობს.

ეს სტანდარტული სადაზვერვო ოპერაციაა ჩრდილო ბერმელის რაიონში პაკისტანიდან მომავალი ბილიკების გასწვრივ. ტერიტორია საკმაოდ მიუვალია. ჩვენ იქ მივდივართ, რათა ადგილი კარგად შევისწავლოთ და მომავალი საბრძოლო ოპერაციებისთვის სტრატეგია შევიმუშაოთ“.

დესანტი სასაზღვრო პროვინციაში ორ დღეს უბნის დაზვერვა-შესწავლაში დაჰყოფს. თალიბებმა ოპერაციას რამდენიმე უსისტემო სარაკეტო შეტევით უპასუხეს, რასაც ამერიკელთა ნაღმტყორცნებით განხორციელებული შეტევა მოჰყვა.

ჯერჯერობით არცერთი მხარე მსხვერპლის შესახებ არ იტყობინება. თუმცა მანამდე მსგავსი ოპერაციის დროს კუნარის პროვინციაში ექვსი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ჩვენ, როგორც წესი, არაპირდაპირ საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლს ვიღებთ. შევეცდებით მათი რაოდენობა და ინტენსიურობა შევამციროთ. მთავარია საზღვრებიდან მომარაგების გზები მაქსიმალურად ჩავუკეტოთ თალიბებს და შემდეგ უკვე შეგვეძლება ავღანეთის სიღრმეში გადავინაცვლოთ. ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება თალიბთა ძალების შესუსტებისთვის და მეამბოხეთა აქტიურობის შესამცირებლად მთელს რეგიონში“.

ასევე მნიშვნელოვანია ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა შეძლოს კონტრშეტევის გაძლიერება და მისი შემდგომი განხორციელება. როგორც იცით, შეერთებული შტატები უკვე ივლისში ავღანეთიდან 100 000 ჯარისკაცის გამოყვანას გეგმავს.

XS
SM
MD
LG