ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ტერაქტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა


თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს

თვითმკველელმა ტერორისტმა ავღანეთის ქალაქ მაიდან შარში ავტომობილში დამაგრებული ბომბი სამთავრობო შენობების მახლობლად ააფეთქა.
ამ ტერაქტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 70 დაიჭრა. დაჭრილებში ნატოს ჯარისკაცებიც არიან.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს. მათი თქმით, ეს აფეთქება ქაბულის მახლობლად მდებარე ციხეში ოთხი თალიბის დახრეტასთან არის დაკავშირებული.
თალიბანის წევრებთან ერთად ავღანეთის ციხეებში 14 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. გაერომ და ევროკავშირმა დაგმეს ავღანეთის მთავრობის ეს აქცია.
XS
SM
MD
LG