ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულის ბანკთან მომხდარ აფეთქებაში 5 ადამიანი დაიღუპა


თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ავღანეთის დედაქალაქში მოწყობილ აფეთქებაში სულ ცოტა, 5 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება დღეს ქაბულის ბანკის ფილიალის შესასვლელთან მოხდა, რომელიც გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი შეერთებული შტატების საელჩოსგან, არც ისე შორ მანძილზე მდებარეობს.

თვითმხილველი ყვება, რომ ბანკში ავღანეთის არმიის პერსონალის და უსაფრთხოების სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იყვნენ. ისინი ყოველთვიური ხელფასის ასაღებად, ბანკის სალაროსთან რიგში იდგნენ. თალიბანმა თმომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG