ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო


საერთაშორისო კოალიციამ თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქება დაგმო

ავღანეთში ნატოს კოალიციამ ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქება დაგმო, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა.

კოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა ნატოს შტაბინასთან მოაწყო აფეთქება. ტერორისტი, სავარაუდოდ, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა იყო.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო მოძრაობა თალიბანმა. მეამბოხეთა წარმომადგენლის განცხადებით, ტერაქტის სამიზნე ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იყო.
XS
SM
MD
LG