ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულის სასტუმრო ტერორისტებისგან გათავისუფლებულია


ავღანეთის სამთავრობო ძალებმა ქაბულის სასტუმრო "ინტერკონტინენტალზე" იერიში მიიტანეს და მძევლები გაათავისუფლეს. შაბათ საღამოს, სასტუმროში შტურმით შეჭრილი ექსტრემისტები წინააღმდეგობას 16 საათის განმავლობაში აგრძელებდნენ.

ექვსი თავდამსხმელიდან ზოგმა თავი აიფეთქა, ზოგი ავღანეთის სამთავრობო ძალებმა მოკლეს. მსხვერპლის რაოდენობა ზუსტდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის 14 უცხოელია, მათ შორის, ვენესუელის და უკრაინის მოქალაქეები.

ავღანეთის სოციალურ მედიაში სასტუმროდან ათეულობით დაშავებულის და გარდაცვლილის გამოყვანის ფოტო გამოქვეყნდა. ქვეყნის წამყვანი ტელევიზიის "ტოლო-ნიუსის" ცნობით, სულ ცოტა, 43 ადამიანია დაღუპული. ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა 161 ადამიანის დახსნა შეძლეს, მათ შორის 41 უცხოელია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაგმო სასტუმროზე მიტანილი იერიში და მსხვერპლის ოჯახებს მიუსამძიმრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG