ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ავღანეთში


11 ავღანელი ჯარისკაცი და რამდენიმე სამოქალაქო პირი დაიღუპა

ავღანეთში მომხდარი აფეთქების გამო 11 ავღანელი ჯარისკაცი და რამდენიმე სამოქალაქო პირი დაიღუპა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნატოს ბაზასთან ააფეთქა.

პაკტიას პროვინციის ოფიციალურ პირთა განცხადებით, მსგავსი აფეთქება ზურმატის რეგიონშიც მოხდა, მაგრამ იქ მსხვერპლი არ ყოფილა. ბაზის ჭიშკართან აფეთქებულმა ნაღმმა მხოლოდ შენობის უმნიშვნელო დაზიანება და ფანჯრებში მინების მსხვრევა გამოიწვია. აფეთქებას თან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის და ავღანეთის სამხედრო შენაერთების ბაზაზე იერიშის მიტანა მოჰყვა. მომხდარ ფაქტებზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.
XS
SM
MD
LG