ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში იაპონური არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მოკლეს


აღმოსავლეთ ავღანეთში, უცნობმა თავდამსხმელებმა იაპონური არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი და მისი ხუთი კოლეგა მოკლეს.

ოფიციალური პირების განცხადებით, სისხლიანი თავდასხმა ოთხშაბათს ჯალალაბადში, ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. პროვინციის მთავრობის პრესსპიკერის ინფორმაციით, ექიმი ტეტუს ნაკამურა და არასამთავრობო ორგანიზაციის, “იაპონიის სამედიცინო მომსახურების” წევრები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოკლეს.

გაეროს მისიამ ავღანეთში მომხდარი დაგმო. გაერომ განაცხადა, რომ ეს იყო “ძალადობის აქტი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც საკუთარი ცხოვრება ავღანეთში ყველაზე გაჭირვებულების დახმარებაში გაატარა”.

თალიბანმა უარყო მისი მონაწილეობა 73 წლის იაპონელი ექიმის და მისი კოლეგების მკვლელობაში. პროვინციაში, თალიბანის ამბოხებულები და ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო” მოქმედებენ.

თავდასხმის მოწმეებმა “ამერიკის ხმას” განუცხადეს, რომ სამი თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ნაკამურას ცოტა ხნის წინ ავღანეთის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG