ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში საჰაერო თავდასხმების შეზღუდვა


ნატოს განცხადებით, ალიანსი თანხმდება ავღანეთში საცხოვრებელ ტერიტორიებზე საჰაერო თავდასხმების შეზღუდვას მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებულ თავდასხმას, ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, 18 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

როგორც კოალიციის ოფიციალურმა პირებმა ამერიკულ საგაზეთო გამოცემებთან საუბრისას აღნიშნეს, ჯარები გააგრძელებენ საცხოვრებელ დასახლებებში შეფარებულ ამობოხებულთა წინააღმდეგ ოპერაციების გატარებას, თუმცა “როდესაც სამოქალაქო პირებს საფრთხე დაემუქრება, სხვა საშუალებების არსებობის პირობებში, საჰაერო ბომბები გამოყენებული არ იქნება.”

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის თქმით, აშშ-ის და ნატოს ძალების მეთაურმა, გენერალმა ჯონ ალენმა საცხოვრებელ ტერიტორიებზე საჰაერო თავდასხმების შეწყვეტის პირობა დადო.

პარასკევს, გენერალი ალენი პროვინციის ბარაკი ბარაკის უბანს ეწვია და ბოდიში მოიხადა ნატოს მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის გამო, რასაც ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით 18 სამოქალაქო პირი ემსხვეპლა.

XS
SM
MD
LG