ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულ-ავღანური ხელშეკრულების პროექტი


ავღანეთმა და შეერთებულმა შტატებმა დაასრულეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების პროექტზე მუშაობა, რომელმაც ორ ქვეყანას შორის 2014 წლის შემდგომი ურთიერთობები უნდა განსაზღვროს, როდესაც ავღანეთს კოალიციის სამხედრო ნაწილები დატოვებენ. ხელშეკრულების პროექტის შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. დოკუმენტი ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა და საკანონმდებლო ორგანოებმა უნდა განიხილონ. ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ დოკუმენტის დასრულების ცერემონია ქაბულში გაიმართა, რომელსაც ხელშეკრუკლების პროექტის ავტორებმა ამერიკის ელჩმა ავღანეთში რიან კროკერმა და ავღანეთის პრეზიდენტის ეროვნული უსფართხოების მრჩეველმა რანგინ დადფარმა უმასპინძლეს.

XS
SM
MD
LG