ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ტერაქტი მოხდა


ავღანეთში ტერაქტი მოხდა

ტერაქტი მოხდა ავღანეთში. სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა. ტერორისტული აქტი კვირას განხორციელდა. ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტბმა პაქტიკას პროვინციაში ჯერ უშიშროების თანამშრომელი მოკლეს და შემდეგ აფეთქეს დანაღმული ავტომნაქანა. პროვინციის წარმომადგენლის განცხადებით აფეთქების შედეგად დაღუპულთა უმეტესობა სამოქალაქო პირია. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, ქუნარის პროვინციაში თალიბანის მიერ 50 ადამიანის დატყვევების შესახებ. რომელთა შორის პოლიციის ოფიცრებიც არიან. ამ ქმედებაზეც პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

XS
SM
MD
LG