ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ავღანეთში


სამხრეთ ავღანეთში გზაზე დამონტაჟებული ბომბზე კოალიციის ჯავშანმანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც შესაძლოა 6 ბრიტანელი სამხედრო იყოს დაღუპული. ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციაში ახორციელებდნენ პატრულირებას. თუკი მათი დაღუპვა დადასტურდება, ავღანეთში ბრიტანელი სამხედროების მსხვერპლი 2001 წლიდან დღემდე 404 ჯარისკაცს მიაღწევს. შეერთებული შტატების შემდეგ ბრიტანეთი ავღანეთში დაღუპული სამხედროების რაოდენობით მეორე ადგილზეა.

XS
SM
MD
LG