ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აფეთქება მოხდა


ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით კამიკაძეს მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 26 დაიჭრა.

ფარიაბის პროვინციის ქალაქ მაიმანაში მომხდარმა ტერაქტმა 4 პოლიციელის და 6 სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა.

ნატოს განცხადებით ავღანეთის ჩრდილოეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ორგანიზაციის სამი ჯარისკაცი დაიღუპა.

წელს ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის 100-მდე ჯარისკაცი მოკლეს. საომარი მოქმედების ესკალაცია ავღანეთის რაიონებიდან ამერიკული ჯარის გასვლის პარალელურად ხდება.

ავღანეთის მომავალზე ჩიკაგოში დაგეგმილ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შეხვედრაზე იმსჯელებენ, რომელიც მაისში გაიმართება.

XS
SM
MD
LG