ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ორი ჯარისკაცი დაიღუპა


ნატოს დაღუპული ჯარისკაცების ვინაობა და წარმომავლობა არ გამოუქვეყნებია

ნატოს ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კოალიციის ორი ჯარისკაცი დაიღუპა.

ნატო ავარიის მიზეზებს იძიებს. დღეს გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მეამბოხეები შენიშნული არ ყოფილან. ნატოს დაღუპული ჯარისკაცების ვინაობა და წარმომავლობა არ გამოუქვეყნებია.

ასევე დღეს, ნატოს კიდევ ერთმა შვეულმფრენმა განიცადა ავარია, თუმცა ამ შემთხვევაში კოალიციის მხრიდან მსხვერპლი არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG