ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს დაღუპულ ამერიკელ სპეცნაზელებს გადაასვენებენ


დღეს დაღუპულ ამერიკელ სპეცნაზელებს გადაასვენებენ

ნატო აცხადებს, რომ შაბათს ავღანეთის ვარდაკის პროვინციაში ჩამოვარდნილი ამერიკული შვეულმფრენის ნაწილებისა და დაღუპული სამხედრო პერსონალის გამოყვანის ოპერაცია დღეს დაწყო. შვეულმფრენმა კატასტროფა სამაშველო ოპერაციის დროს განიცადა. ბორტზე მყოფი 38 ადამიანი, მათ შორის ამერიკელის სპეც-დანიშნულების რაზმის 30 წევრი, 7 ავღანელი ჯარისკაცი და თარჯიმანი ადგილზე გარდაიცვალა.

სპეცრაზმელები ამერიკის არმიის რეინჯერების დასახმარებლად იყვნენ გაგზავნილი. ამერიკის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ამ ინციდენტის დროს ერთდროულად ყველაზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა 2001 წელს ავღანეთში ომის დაწყების შემდეგ.

თალიბების განცხადებით, შვეულმფრენი მეამბოხეებმა ჩამოაგდეს, თუმცა ნატოს წამომადგენელი ბრიგადირ-გენერალი კარსტენ ჯაკობსენის თქმით, ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერ ბოლომდე დადგენილი არ არის.

XS
SM
MD
LG