ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აფეთქებას ორი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავღანეთში აფეთქებას ორი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავღანეთში აფეთქებას ორი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა

Afghan violence 1423774

a.k.

09/26

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მართული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, რომელშიც ნაღმი იყო ჩამონტაჟებული, დაიღუპა სულ ცოტა ორი და დაშავდა ოცი ადამიანი.

ინციდენტი ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში, პოლიციის განყოფილების შორიახლოს, ხალხმრავალ ქუჩაში მოხდა.

ცნობილია, რომ ინციდენტზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს.

აფეთქება მოსდევს ამერიკული მხარის განცხადებას, რომ ერთი დღით ადრე ქაბულში საელჩოს კუთვნილ კომპლექსში მომხდარი აფეთქებისას დაიღუპა ამერიკელი მოსამსახურე.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სპიკერი კარსტენ ჯაკობსონი ეთანხმება ამერიკელ ოფიციალურ პირებს და ამბობს, რომ მეამბოხეები ტაქტიკას ცვლიან:

„ბოლო პერიოდში არაერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირის მკვლელობა განხორციელდა და კომპლექსური თავდასხმების რაოდენობაც გაიზარდა. სამხედრო მომზადების კუთხით, ეს სისუსტეა. მაგრამ ასევე გვესმის ავღანელი ხალხის, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და საკუთარი უსაფრთხოება აფიქრებს.“ განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა.

XS
SM
MD
LG