ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენად მიზნობრივად იხარჯება ავღანეთის დახმარება?


მოსალოდნელი ანგარიში ავღანეთში რეკონსტრუქციის პროექტების ჩავარდნებზე საუბრობს.

ახალი ანგარიში, რომელიც ავღანეთის დახმარების ხარჯების მიზანმიმართულ რეალიზებას სწავლობდა, ამტკიცებს, რომ დახმარების პროგრამების უმრავლესობა ავღანეთში გაწერილ ვადებს იმდენად ჩამორჩება რომ მათი დაწყება ამერიკელი ჯარისკაცების ქვეყნიდან გასვლას ვერ მოუსწრებს.

ანგარიშის ავტორია ავღანეთის რეკონსტრუქციის საკითხების გენერალური ინსპექტორი. აღნიშნული დოკუმენტი ოფიციალურად დღეს გამოქვეყნდება. წინასწარი ინფორმაციით, მითითებული იქნება, რომ შვიდიდან ხუთი პროექტი საერთოდ არ დაწყებულა. ოთხი ავღანეთის სამხრეთში ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესებას ეთმობა. მეხუთე პროექტი ქვეყნის მასშტაბით რეგიონალური იუსტიციის ცენტრების შექმნას ითვალისწნებს.
ანგარიშში, სავარაუდოდ ხაზგასმული იქნება ის გარემოება, რომ ავღანეთის მთავრობას არც ფინანსური რესურსი და არც უნარჩვევები აქვს ბევრი ძვირადღირებული პროექტის შესანარჩუნებლად.

წინასწარი ცნობები ანგარიშის დასკვნების შესახებ დღეს დილიდან „ვაშინგტონ პოსტსა“ და „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG