ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში სამშვიდობო პროცესების ერთი ბარიერი მოიხსნა


პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, თალიბანის მეთაურის მულა ახტარ მანსურის მოკვლამ გაანეიტრალა „ისეთი ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც ამერიკის და კოალიციის ძალების წინააღმდეგ შეთქმულებას აგრძელებდა.“ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთი დღით ადრე ავღანეთის დაზვერვის სააგენტომ დაადასტურა საჰაერო იერიშის შედეგად თალიბანის ლიდერის განადგურება ავღანეთის საზღვრის მახლობლად, პაკისტანის ტერიტორიაზე .

ეშტონ კარტერის, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თქმით, „მანსურის ბრძოლის ველიდან მოცილება ავღანეთში მშვიდობის დამყარების გზაზე ერთ-ერთი ბარიერის მოხსნას უდრის“. დრონებით შეტევა შაბათს ბალუჩისტანის რეგიონში განხორციელდა - აცხადებს ავღანეთის დაზვერვის სააგენტო „ენ-დი-ესი.“

XS
SM
MD
LG