ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ოპიუმის კულტივაცია იზრდება


ავღანეთში ოპიუმის კულტივაცია იზრდება
ავღანეთში ოპიუმის კულტივაცია იზრდება

გაეროს მონაცემებით ავღანეთში ოპიუმის კულტივაცია დიდ მასშტაბებს მიაღწევს, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ავღანეთის ზოგიერთ პროვინციაში მოსავლიანობის დონე დაბალი იყო. კულტივირების მასშტაბების გაზრდა ჩრდილოეთ ავღანეთში მოხდება. ამის შესახებ გაეროს ნარკოტიკებთან ბრძოლის ოფისის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ავღანეთში გაეროს აღნიშნული ოფისის წარმომადგენლის ლემაჰოს განცხადებით, კულტივაციის ზრდა პირდაპირ კავშირშია ბაზარზე ფასის მომატებასთან. კვლევის თანახმად, გასული წლის თებერვლიდან დღემდე მშრალ ოპიუმზე ფასი 300 პროცენტით არის გაზრდილი.

XS
SM
MD
LG