ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა


დაჯგუფება თალიბანის მუქარის მიუხედავად, ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები, შაბათს, მაინც ჩატარდა.

ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მთავარმა მოწინააღმდეგემ, აბდულა აბდულამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხმების უმეტესობა, სწორედ მან მოიპოვა.

საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აბდულას განცხადება ნაადრევია, ვინაიდან ხმები ბოლომდე დათვლილი არ არის.

ავღანეთში ხმების დათვლა გრძელვადიანი პროცესია, ვინაიდან საარჩევნო ყუთები შორი მანძილებიდან ჩამოაქვთ, სადაც ცუდი კომუნიკაციაა, ან საერთოდ არ არსებობს ის.

წინასწარი მონაცემები, მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გახდება ცნობილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG