ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმკვლელმა თალიბმა ავღანეთის დედაქალაქში 35 ადამიანი მოკლა


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თალიბანის თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, მოკლულია, სულ მცირე, 35 და დაშავებულია ათობით ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს მდივანმა ნაჯიბ დანიშმა მსხვერპლის რაოდენობა დაადასტურა და განმარტა, რომ ტერორისტმა ასაფეთქებელი მასალით დატვირთული მანქანა, ქალაქის დასავლეთ ნაწილში, მინი ავტობუსს შეაჯახა, რომლითაც საჯარო მოსამსახურეები გადაადგილდებოდნენ.

აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსი ხალხმრავალი ბაზრის ტერიტორიას კვეთდა. თვითმხილველების თქმით, ამან მოვაჭრეებსა და გამვლელებს შორის მსხვერპლი გამოიწვია.

ქაბულის პოლიციის ცნობით, მსხვერპლთა უმრავლესობა სამთო და ნავთობის ინდუსტრიის მუშაკია.

თალიბანმა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მყისიერად საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ მათი სამიზნე ორი მინი ავტობუსი იყო, რომლითაც ავღანეთის სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG