ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ავღანეთში


ტერაქტი ავღანეთში
ტერაქტი ავღანეთში

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის ჩრდილოეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა ტერაქტი განახორციელა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელია. ტერორისტმა შეტევა მეჩეთიდან გამოსულ მლოცველებზე მიიტანა, როდესაც ისინი მეჩეთს ტოვებდნენ. თავდასხმა ეიდ ალ-ადჰას მუსლიმურ დღესასწაულზე მოხდა, როდესაც ყველა მუსლიმანს ლოცვა და ოჯახთან ერთად დღის გატარება მოეთხოვება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერაქტი ორმა პიროვნებამ განახორციელა. ჯერჯერობით ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. პარასკევს მოძრაობა თალიბანმა გაავრცელა განცხადება, სადაც ხელმძღვანელობა თალიბ მებრძოლებს მოუწოდებს თავიდან აირიდონ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

XS
SM
MD
LG