ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის ფარას პროვინციაში 8 პოლიციელი მოკლეს


ავღანეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ფარას პროვინციაში შეიარაღებული პირები პოლიციის საგუშაგოს თავს დაესხნენ, რომლის დროსაც 8 პოლიციელი მოკლეს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თავდაპირველად, შეიარაღებულმა პირებმა საგუშაგოს გარეთ მდგომ დაცვას ესროლეს.

ანალოგიური შემთხვევა მოხდა ბადაქაშარის პროვინციაშიც. თვითმკვლელმა ტერორისტმა ადგილობრივ პოლიციაზე თავდასხმის შედეგად ექვსი პოლიციელი დაშავდა.

XS
SM
MD
LG