ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბორტის საწინააღმდეგო დემონსტრაცია ვაშინგტონში


ვაშინგტონში ათასობით ადამიანი ჩამოვიდა და ისინი უზენაესი სასამართლოს შენობის წინ 3,300 ცალ ყვავილს დადებენ

ამ კვირას ვაშონგტონში ასი ათასობით დემონსტრანტი ჩამოვა, რათა უზენაესი სასამართლოს მიერ აბორტის ლეგალიზების კანონის 40 წლისთავი დაგმოს.

აბორტის მოწინააღმდეგები ამ თარიღის საწინააღმდეგო სვლას ყოველწლიურად მართავენ .წელს 25 იანვარს ისინი სვლას კაპიტოლიუმის შენობიდან დაიწყებენ და უზენაესი სასამართლოს შენობასთან დაასრულებენ.

მიუხედავად ზამთრის სუსხისა, ვაშინგტონში ათასობით ადამიანი ჩამოვიდა და ისინი უზენაესი სასამართლოს შენობის წინ 3,300 ცალ ყვავილს დადებენ. ეს იმ აბორტთა რაოდენობაა, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად აკეთებენ.

აბორტის მოწინააღმდეგე აქტივისტები 40 წელია აბორტის ლეგალიზების კანონის შეცვლას ითხოვენ. მათი განცხადებით, მიუხედავად მეცნიერთა მტკიცებებისა, ემბრიონი ჩასახვისთანავე ცოცხალი არსებაა.
XS
SM
MD
LG