ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაჰმუდ აბასმა პრემიერი დანიშნა


პალესტინის ადმინისტრაციის მინისტრთა კაბინეტს რამი ჰამდალა უხელმძღვანელებს

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა აკადემიკოს რამი ჰამდალას ახალი მთავრობის ფორმირება თხოვა. როგორც ცნობილია, აბასის ძალაუფლება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ვრცელდება. ჰამდალა ქალაქ ნაბლუსში ალ-ნაჯაჰის უნივერსიტეტის ხელმძღვანელია, სადაც ის ინგლისურ ენას ასწავლის. ის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სალამ ფაიადს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა აპრილში დატოვა. ფორმალურად ის პოსტიდან ივნისში წავა.
ფაიადმა ეკონომიკური განათლება შეერთებულ შტატებში მიიღო. მას ბოლო პერიოდში მაჰმუდ აბასთან ურთიერთობა დაეძაბა. რაც შეეხება ჰამდალას, ის აბასის პარტიის ფათხის წევრი და ასევე პალესტინის საფონდო ბირჟას ხელმძღვანელობს. ჰამდალა 2002 წელს პალესტინის საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG