ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი


ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

პალესტინელების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა და ამერიკის წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჯორჯ მიჩელმა დღეს ეგვიპტის დედაქალაქში შეხვედრების მორიგი რაუნდი დაიწყეს. მოლაპარაკებების დანიშნულება ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მცდელობაა ისრაელსა და პალესტინელებს შორის.

აბასი და მიჩელი ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკს და არაბელთა ლიგის ოფიციალურ წამომადგენელებს ცალ-ცალკე შეხვდებიან.

ეგვიპტის სახელმწიფო მედიის განცხადებით, ქაირო აქტიურად ცდილობს ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებების განახლებას და მხარს უჭერს პალესტინური სახელმწიფოს შექმნას, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმი იქება.

XS
SM
MD
LG