პოლტავა მეთვრამეტე საუკუნის ჩრდილოეთის ომის გადამწყვეტ ბრძოლად ითვლება. ომი რუსეთსა და შვედეთს შორის ოცდაერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და შედეგად რუსეთმა ჩრდილოეთის ჰეგემონის ადგილი წაართვა შვედეთს. პოლტავამ ასევე უკრაინის რუსეთისგან განცალკევებით ყოფნის სურვილიც გამოავლინა.
უკრაინული ჯარის ლიდერ ივან მაზეპას კიევსა და მოსკოვში არაერთგვაროვნად აღიქვავენ. მაზეპა უკრაინის “ჰეტმანი” და კაზაკთა მთავარსარდალი იყო.
რუსეთში მას პეტრე პირველის მოღალატედ და გამყიდველად მიიჩნევენ. ტერმინი “გამყიდველი მაზეპა” ახლაც დამკვიდრებულია რუსულ ენაში. მას პუშკინის და ჩაიკოვსკის ნაწარმოებებში უარყოფითი გმირის სახე ენიჭება. მაზეპა აგრეთვე რუსეთის მართმადიდებელმა ეკლესიამ განკვეთა. მიუხედავად უკრაინის ხელისუფლების და ეკლესიის მოთხოვნისა რუსეთის ეკლესიის ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მოქმედებს.
უკრაინელები ამტკიცებენ, რომ მაზეპა იძულებული იყო შვედეთის მხარეზე გადასულიყო იმიტომ, რომ პეტრე პირველმა უგულვებელყო უკრაინასთან 1654 წელს დადებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუსეთს უკრაინა პოლონეთისგან უნდა დაეცვა. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლამდე რუსეთი სწორედ ამ ხელშეკრულებას თვლიდა ორი ქვეყნის გამაერთიანებლად.
უკრაინელები მაზეპას დიდ რეფორმატორადაც მიიჩნევენ, რომელმაც უამრავი სკოლა და გამომცემლობა ააგო. მაზეპა მეცენატიც იყო. იგი სახვით ხელოვნებას და არქიტექტურას პატრონობდა. კიევის არქიტექტურული სტილის ცამოყალიბაბაც სწორედ მის დამსახურებად ითვლება. მაზეპას პორტრეტი უკრაინის ათი ჰრივნის ღირებულების ბანკნოტაზეა გამოსახული.
ასევე პოლტავის ბრძოლის ველზე მისი მონუმენტის დადგმაა გადაწყვეტილი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ეს გადაწყვეტილება. ხოლო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა ვლადიმირ არტამონოვმა პოლტავისადმი მიძღვნილ მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლტავის ბრძოლის შედეგად რუსეთმა უკრაინა შვედებისგან გაათავისუფლა:
“პოლტავა სულაც არ იყო ტრაგედია უკრაინელებისთვის. ეს ბრძოლა უფრო მაზეპას და მისი იმ მომხრეების ტრაგედიას წარმოადგენდა, რომლებიც უკრაინის ანუ მცირე რუსეთის პოლონეთისთვის დაქვემდებარებას ლამობდნენ”. განაცხადა არტამონოვმა.
რუსები ხშირად ხმარობენ ზემოთქმულ ტერმინს უკრაინიასთან მიმართებაში. უკრაინელების დიდ ნაწილს ეს არ მოწონს.
იმავე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინელმა ისტორიკოსმა სერჰი პოლტავეცმა განაცხადა, რომ აუცილებელია იმის გაცნობიერება თუ რატომ აირჩია მაზეპამ შვედეთის მხარე:
“დოკუმენტები ააშკარავებენ იმას, რომ მაზეპა დამოუკიდებელი უკრაინის შექმნას ლამობდა. ეს მისწრაფება კი რა თქმა უნდა ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მიზნებს”. განაცხადა პოლტავეცმა.
მოსკოვი და კიევი ასევე ვერ თანხმდებიან გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში, კოლექტივიზაციის პერიოდში უკრაინის, რუსეთისა და ყაზახეთის ტერიტორიაზე მძვინვარე შიმშილობის შეფასების საკითხშიც. ამ შიმშილობას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინა შიმშილობას “ჰლოდომორს” უწოდებს და მას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდად მიიჩნევს. კრემლი აცხადებს, რომ მართალია მაშინ გლეხობას სურსათს განზრახ არ აწვდიდნენ, მაგრამ ამას მხოლოდ გამორჩეული ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ არ აკეთებდნენ.
“გამომდინარე ამ ფაქტიდან შიმშილობა არ შეიძლება ჩაითვალოს გენოციდად, რადგანაც გენოციდის გაეროს განსაზღვრებაში არაფერია ნათქვამი კლასობრივი ჟლეტვის შესახებ. იმტკიცება მოსკოვი.
დაპირისპირებას იწვევს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ორი უკრაინელი პარტიზანის შეფასებაც. ისინი თავიდან გერმანელებს, როგორც განმათავისუფლებლებს ისე შეეგებნენ, მაგრამ შემდეგ მათ წინააღმდეგაც წამოიწყეს ბრძოლა. ამ პარტიზანებს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო თავისუფლებისთვის მებრძოლებად მიიჩნევს, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კი მათ ნაცისტებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს. მედვედევის თქმით ახლა რუსეთს ისტორიის გაყალბებასთან უწევს ბრძოლა. უკრაინაში კი პრეზიდენტი იუშჩენო აცხადებს, რომ მაზეპას გამყიდველად შერაცხვა შინაც და უცხოეთშიც ყოვლად მიუღებელი და გასაკიცხია:
“გვეყოფა
ისტორიის უცხოელთა დასკვნებიდან გამომდინარე შეფასება. უკრაინელებმა მაზეპა
საკუთარი უკრაინული შეფასება უნდა მისცენ”. განაცხადა ბატონმა იუშჩენკომ.