ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთში ბერლინის კედლის დაცემას აღნიშნავენ


1989 წლის აგვისტოდან სამ თვეში ასობით აღმოსავლეთ გერმანელმა უნგრეთის გავლით გზა ავსტრიისკენ გააგრძელა .პირველად კომუნისტური , აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეები დასავლეთში უსაფრთხოდ გადავიდნენ.ყოფილი მესაზღვრე, გუალა სზემერიჩი მიესალმება უნგრეთის თავისუფლებას, მაგრამ თვლის, რომ კომუნიზმის შემდეგ ცხოვრებამ ეკონომიკური სიდუხჭირე მოიტანა.

„დღეს გაჭირვება, გაჭირვებას მოსდევს, როგორც მამა, მე ვხვდები რომ ბევრი რამ უარესობისკენ მიდის და უნგრელი ხალხის მოლოდინი არ მართლდება.“

ზოლტან რეზნიაკი 52 წლის იყო, როდესაც რკისი ფარდა ჩამოიშალა.ის ბუდაპეშტში ერთ-ერთ ქარხანაში მემანქანედ მუშაობდა. მაშინ კომუნისტობის გამო შეიპყრეს. ამბობს, რომ ძველ წყობას თან უსაფრთხოება ახლდა და უნგრეთის თავისუფლება უმუშევრობისა და გაჭირვების ხარჯზე მოვიდა.

„დრეს უნგარეთში 8 საათიანი სამუშაო დღე აღარ არსებობს, ხალხი 12, ხანდახან 14 საათს შრომობს, თუ მათ სამსახური საერთოდ აქვთ, ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობაა.“

იმ ინდუსტრიულ წარმოებაში, სადაც რესნიაკი მუშაობდა, ყველაფერი სარეველებითაა დაფარული. გადარჩენილი წარმოების დიდი ნაწილი პრივატიზებული.დღეს უნგრელებსმრავალპარტიულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, შეუზღუდავი მოგზაურობის საშუალება და პირადი საკუთრების ქონის უფლება აქვთ.ყოფილი მესაზღვრე გუალა სზემერიჩი ამბობოს, რომ თავისუფალ სავაჭრო სისტემას ქვეყნის სოციალური პრობლემები არ გადაუჭრია. თუმცა მიუხედავად ამისა, კომუნიზმის დამხობას ის დიდი სიხარულით მიესალმება.

„უნგრელებს ეგონათ, რომ მთავრობის შეცვლით ქვეყანა რძისნაწარმისა და თაფლის ქვეყნად იქცეოდა, მაგრამ რეალურად არც რძეა და არც თაფლი. თუმცა იმასთან შედარებით რაც ადრე იყო, ჩვენ უნგრელებს, თავისუფალი არჩევანის უფლება გვაქვს“.

უნგრელების უმრავლესობა ამ აზრს ეიზიარებს, თუმცა სტატისტიკურმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ კომუნისტური წყობის დამხობის შემდეგ, მათ უფრო მეტი დაკარგეს, ვიდრე მოიპოვეს. რაც ნიშნავს, რომ უნგრელების ოცნებები და მოლოდინი აუხდენელი დარჩა.

XS
SM
MD
LG