ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ამერიკის საელჩოს მძევლების კრიზისიდან 30 წელი გავიდა


შემდგომი 444 დღე 49 ამერიკელმა დიპლომატმა ტყვეობაში გაატარა. მათ შორის საელჩოს პრეს ატაშე, ბარი როუზენიც იყო, რომელიც დრეს ტყვეობის დეტალებს იხსენებს.

„მახსოვს ერთ- ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც საკმაოდ ველურად გამოიყურებოდა, ხმამაღლა მითხრა, შენ ერთ-ერთი ბინძური ჯაშუში ხართ, ჩვენი ტყვე ხარ, ამიტომ თან უნდა გამოგვყვე.“

ამერიკის მაშინდელი ელჩი ირანში, ბრუს ლაინგენი , რომელიც ასევე ტყვედ იყო აყვანილი, იხსენებს, რომ ეს შემზარავი ფაქტი, ირანის მაშინდელ შაჰთან ამერიკის კარგმა დამოკიდებულებამ განაპირობა, რომელიც ირანელებისთვის საკმაოდ მიუღებელი მმართველი იყო. „ჩვენ რომ მაშინ სხვაგვარად გვემოქმედა, ვფიქრიბ სხვა შედეგს მივიღებდით, მაგრამ იმ პოლიტიკის პირობერბში ეს გარდაუვალი იყო.“

1 ნოემბერს, ალჟირში, ირანის პრემიერ მინისტრის მეჰდი ბაზარგანისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტის უშიშროების მრჩევლი , ზბიგნევ ბზეჟინსკი ერთმანეთს შეხდვნენ. მათი ერთობლივი ფოტო აფეთქების ბოლო ნაპერწკალი იყო.- ასე თვლის ვიქტორ ტომსეთი, რომელიც საელჩოში პოლიტიკურ მრცევლად მუშაობდა.

„დღეს მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორემ ეს ფოტო იყო მაშინდელ სტუდენტთა ჯგუფის ამბოხის კატალიზატორი, რომლებმაც საბოლოოდ იერიში საელჩოზე მიიტანეს.“-ციტატის დასასრული.

ირანელმა დიპლომატებმა ტყვეობაში დაახლოებით 15 თვე გაატარეს.

ამერიკელებმა კი ამის პარალელურად, ყვითელი ყელსაბამებით, სოლიდარობა გამოუცხადეს თანამემამულეთა ტყვეებას და პრეზიდენტ ჯიმი კარტერს მოქმედებისკენ მოუწოდეს.

ერთი თვის თავზე ამერიკამ სამაშველო ოპერაცია დაგეგმა, რომელსაც საელჩოს 8 თანამშროლის სიცოცხლე შეეწირა. ამით მისისა შეჩერდა.

ბარი როუზენი ამბობს, რომ ამერიკამ ბევრი შეცდომა დაუშვა: პირველ რიგში ის, რომ 1979 წლის თებერვალშისაელჩოს აღების მცდელობის შემდეგ, ირანში დიპლომატიური წარმომადგენლობა საერთოდ არ დახურა.

„1979 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც ირანელებს საელჩოს აღების მცდელობა ქონდათ, ჩვენ საელჩო უნდა დაგვეხურა და გვეთქვა ირანელებისთვის, როდესაც ჩვენი დაბრუნება მოგინდებათ, მაშინ დავბრუნდებით“

ბრუს ლაინგენის თქმით, ვაშინგტონში საელჩოს ყოველკვირეულ ინფორმაციას ირანთან ურთიერთობების გაუარესების შესახებ ყურადღებას არ აქცევდნენ. მაშინ მეტად პრიორიტეტული ცივი ომი და მოსკოვთან ურთიერთობა იყო. „ჩვენ ვიცოდით რომ ოფიციალური ვაშინგტონი საბჭოელებზე უფრო ღელავდა, ვიდრე ირანთან ორმხრივ ურთიერთობებზე.“

ბრუს ლაინგენის ტყვედ აყვანამდე რამდენიმე საათით ადრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა.

„მე ებრაჰიმ იაზდის ტელეფონით ვესაუბრე, მან მითხრა რომ ყველაფერი დილამდე მოგვარდებოდა და საელჩოს პირველ სართულზე, მოსასვენებელ ოთახში დასაძინებლად წასვლა მირჩია, რა უნდა მექნა?“

ეს დასვენება 15 თვეს გაგრძელდა. 1980 წლის ნოემბერს პრეზიდენტი კარტერი ხელმეორე არჩევნები დამარცხდა.1981 წლის 20 იანვარს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დღეს, ირანში 51 ამერიკელი დიპლომატის 15 თვიანი ტყვეობა დასრულდა. მას შემდეგ 30 წელი გავიდა, თუმცა ურთიერთობა 2 ქვეყანას შორის კვლავ დაძაბულ

XS
SM
MD
LG