ტაივანის პრეზიდენტმა ჩენ შუ ბიანმა ჩინეთის ხელისუფლებას მოლაპარაკების დაწყებისაკენ მოუწოდა. ეს განცხადება ტაივანის მთავრობამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ჯინტაომ პეკინში ტაივანის ოპოზიციის ლიდერთან ლიენ ჩენთან გამართა შეხვედრა.
ტაივანის პრეზიდნეტის მომხრეები ნაციონალისტური პარტიის ხელმძღვანელს ლიენ ჩენს, ჩინეთის კომუნისტურ მთავრობასთან ალიანსში ადანაშაულებენ, რაც მათი აზრით ქვეყნის დღევანდელი პრეზიდნეტის ჩენ შუბიანის დამოუკიდებლობისკენ აღებული კურსის წინააღმდეგ არის მიმართული. ბატონი ჩენის განცხადებით იმის მიუხედავად თუ რომელ პოლიტიკურ ლიდერთან სურს ურთიერთობა ჩინეთის ხელისუფლებას, მას მოუწევს ანგარიში გაუწიოს ტაივანის ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას და დიალოგი დაიწყოს მასთან, ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით. ლიენ ჩენი პირველი ტაივანელი პოლიტიკოსი გახდა, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდა 1949 წლის შემდეგ, როდესაც ჩინეთში კომუნისტებმა ნაციონალისტები დაამარცხეს. ჩინეთის ხელისუფლება ტაივანს თავდასხმით დაემუქრა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში.
ტაივანის სუვერენულ სახელმწიფოს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ არიან მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც შიშობენ, რომ დამოუკიდებლობის ფორმალური გამოცხადება ჩინეთთან ომს გამოიწვევს. ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში ტაივანის დაცვას შეერთებული შტატები აპირებს, თუმცა ვაშინგტონი კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას უჭერს მხარს.