ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვლადიმერ პუტინი ეგვიპტიდან ისრაელში ჩადის - 2005-04-27


თეთრი სახლი ეჭვით უყურებს რუსეთის წინადადებას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონფერენციის ჩატარების შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ასეთი კონფერენცია უნდა ჩატარდეს. ეს განცადხება პუტინმა ეგვიპტის პრეზიდნეტ, ჰოსნი მუბარაკთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

თეთრი სახლის განცხადებით, ჯორჯ ბუში ფიქრობს რომ ასეთი კონფერენციის ჩატარება ამჟამად ან თუნდაც მოგვიანებით არ იქნება უპრიანი. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით დიპლომატები ისრაელის მიერ ღაზის სექტორიდან სამოსახლოების აყრის ფაქტზე უნდა დაფიქრდნენ და ამ საკითხზე იმუშაონ.

პუტინი კი ამ ფონზე პირველი რუსი ან საბჭოთა ლიდერია, რომელიც ისრაელს სტუმრობს. გუშინ, ვლადიმერ პუტინი პირველი რუსი ლიდერი გახდა რომელიც ქაიროში ჩავიდა ათწლეულების შემდეგ.

პარასკევს, ვლადიმერ პუტინი პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ხვდება. (cn137)

XS
SM
MD
LG