ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტეს ინტრონიზაცია შედგა - 2005-04-24


რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ ვატიკანში, თავისი ოფიციალური ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონიაზე, კათოლიკებთან ერთად, მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს და ებრაელებს მიმართა სიტყვით, რომლებიც მისი აზრით ქრისტიანებთან ერთად საერთო სულიერ მემკვიდრეობას იზიარებენ.

წმიდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი 350 ათასი მორწმუნის წინაშე გამოსვლისას, ბენედიქტე მეთექვსმეტემ განაცხადა, რომ მან, ღმერთის უძლურმა მსახურმა უზარმაზარი ტვირთი აიღო თავის თავზე და პასუხისმგებლობა იკისრა მილიარდ ასი მილიონი კათოლიკეს წინამძღოლობისათვის.

ორ საათიანი მესის შემდეგ, რომის პაპი ღია ჯიპით გაემართა მლოცველებთან მისასალმებლად. უამრავ უცხოელ სტუმართა შორის დღეს რომში გერმანიის კანცლერი გერჰარდ შროდერიც იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG