ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბუ ღრაიბის სკანდალში ეჭვმიტანილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები გაამართლეს - 2005-04-23


შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა გაამართლეს ოთხი სამხედრო ოფიცერი, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ ერაყში აბუ რაიბის ციხეში პატიმართა წამების ფაქტებში.

ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების განცხადებით სამხედრო ძალების გენერალურმა ინსპექტორმა დაადგინა, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს გენერალ ლეიტენანტ- რიკარდო სანჩესის, ორი სხვა გენერლისა და პოლკოვნიკის მიმართ ბრალდების წაყენებისთვის.

მათივე განცხადებით, სამხედრო მოხელეს, რეზერვისტ ჯანის კარპინსკის წერილობითი საყვედური მიეცა. კარპინსკი აბუ რაიბის ციხეში სამხედრო პოლიციას მეთვალყურეობდა.

სამხედრო ინსპეტორის საბოლოო დასკვნები ამ საქმის ირგვლივ ცოტა ხანში გამოქვეყნდება.

XS
SM
MD
LG