ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ჟურნალისტებს ხვდება - 2005-04-23


რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე აცხადებს, რომ სურს დიალოგი გაგრძელდეს ჟურნალისტებთან, ისე როგორც ამას მისი წინამორბედი, იოანე პავლე მეორე ატარებდა.

ბენედიქტე მეთექვსმეტემ დღეს პირველი შეკრება გამართა ჟურნალისტებისათვის.

მას ათასობით ჟურნალისტი ესალმებოდა.

დამსწრეთ, პაპმა ოთხ ენაზე მიმართა და ჟურნალისტებს მადლობა მოახსენა რომის კათოლიკურ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების აქტიური გაშუქებისათვის.

“მე ვიცი თუ რამდენად რთულ პირობებში გიხდებოდათ მუშაობა, და მოწყვეტილნი იყავით თქვენს სახლებსა და ოჯახებს. ვაცნობიერებ რომ საპასუხისმგებლო სამუშაოს ასრულებდით.”

ყოფილ კარდინალს, იოზეფ რაცინგერს რომის პაპად ოფიციალურად კვირას დაგეგმილი საზეიმო მესის დროს მოუხდენენ ინტრონიზაციას.

XS
SM
MD
LG