ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოიზუმი ჩინეთს ბოდიშს უხდის - 2005-04-22


დღეს, ჯაკარტაში მიმდინარე აზია- აფრიკის სახელმწიფოთა უმაღლესი დონის შეხვედრაზე იაპონიის პრემიერ მინისტრმა იუნიჩირო კოიზუმიმ ბოდიში მოიხადა ცივი ომის დროს იაპონიის მიერ ჩინეთის მიმართ მიყენებული ზარალისა და ტკივილისათვის.

1995 წლის შემდეგ, იაპონია ასეთ განცხადებას პირველად აკეთებს.

კოიზუმიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ხვალ, ჩინეთის პრეზიდენტს ჰიუ ჯინტაოს შეხვდება და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავს.

წელს, უმაღლესი დონის შეხვედრაზე ჯაკარტაში აღინიშნება 50 წლისთავი აზია აფრიკის ყოველწლიური კონფერენციის დაბადებიდან. 50 წლის წინ, ბანდუნგის კონფერენციაზე ცივი ომის დროს პირველად შეიკრიბნენ აზია აფრიკის სახელმწიფოთა ლიდერები.

XS
SM
MD
LG