ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლინ პაუელი ბოლტონის კანდიდატურის მიმართ თავშეკავებს გამოხატავს - 2005-04-22


ამერიკული მედიის ინფორმაციით, ყოფილმა სახელმწფო მდივანმა კოლინ პაუელმა კერძო საუბრებში გარკვეული თავშეკავება გამოხატა ჯონ ბოლტონის კანდიდატურის მიმართ. ბოლტონს, პრეზიდენტმა ბუშმა გაუწია რეკომენდაცია გაეროში ამერიკის დესპანად.

კოლინ პაუელს ამ თემაზე საჯაროდ არ ულაპარაკია, თუმცა დღეს, მედია ციტირებას უკეთებს პაუელის დაახლოებული პრების სიტყვებს, სადაც ნათქვამია, რომ ყოფილმა სახელმწფო მდივანმა ეს საკითხი უკვე განიხილა სენატორებთან- ჩაკ ჰეიგელთან და ლინკოლნ ჩაფისთან.

ორივე პოლიტიკოსი ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრია, კომიტეტისა, რომელიც კენჭისყრას აყოვნებს.

აქამდე, ბოლტონის კანდიდატურის ოპონენტები ამბობდნენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობისას, იგი ქვეშევრდომებს გადაჭარბებული სიმკაცრით ეპყრობოდა.

პრეზიდენტმა ბუშმა გუშინ გაკეთებულ გამოსვლაში ჯონ ბოლტონი ამ პოსტზე როგორც მართებული კანდიდატი ისე მოიხსენია.

XS
SM
MD
LG