ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისი ვილნიუსში მართავს შეხვედრებს - 2005-04-21


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრები ლიტვაში მართავენ შეხვედრას. ვილნიუსის სამიტი პირველი შემთხვევაა, როცა ნატოს წევრი სახელმწფოების ლიდერები ყოფილი საბჭთა კავშირის ტერიტორიაზე იკრიბებიან.

მოლაპარაკებები ავღანეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში ნატოს საქმიანობას, ასევე ნატოს მიერ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის საკითხებს შეეხება.

კონდოლიზა რაისი ვილნიუსში ოთხშაბათს ჩაფრინდა, მას შემდეგ რაც იგი მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდა. რაისმა კრემლს კანონის უზენაესობის დაცვისა და მეტი გამჭვირვალობისაკენ მოუწდა.

მოსკოვში ქალბატონმა რაისმა ასევე დასძინა, რომ დადგა ცვლილებების დრო ბელორუსში. რაისმა მინსკის ადმინისტრაციას ცენტრალური ევროპის ბოლო დიქტატორული რეჟიმი უწოდა.

XS
SM
MD
LG