ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პერვეზ მუშარაფი ქაშმირის საკითხის გადაწყვეტას ისახავს მიზნად - 2005-04-20


პაკისტანის პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი პირობას სდებს, რომ ინდოეთის ქაშმირის რეგიონში მეამბოხეების თავდასხმებს გაუწევს წინააღმდეგობას, რათა ამ მეზობელ ქვეყანასთან სამშვიდობო პროცესი დაჩქარდეს.

ფილიპინებში მოგზაურობისას, პერვეზ მუშარაფმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დროა ქაშმირის კონფლიქტი მოგვარდეს.

მან ასევე განაცხადა, რომ პაკისტანი ყველაფერს გააკეთებს, რათა შეწყდეს ინდოეთთან ამასწნათ აღდგენილი საავტომობილო გზის ფუნქციონირებისას თავდასხმები სამგზავრო ავტობუსებზე.

ფილიპინებში მოგზაურობა, კი პაკისტანის ოფიციალურ პირთა განცხადებით ორ ქვეყანას შორის კომერციული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG