ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა ოპიუმის მოსავლის განადგურების ოპერაცია მას შემდეგ რაც გუშინ, სისხლიან შეტაკებას ჰქონდა ადგილი რაც ოპიუმის მწარმოებელ ფერმერებსა და ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს შორის. შეტაკების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
შეტაკებას ყანდაარის სამხრეთში ჰქონდა ადგილი, როცა ადგილობრივი ფერმერები ამერიკელების მიერ გაწვრთნილ კომანდოსთა ქვედანაყოფებს დაესხნენ თავს.