ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამეფო ქორწინება უინძორის სასახლეში - 2005-04-09


წმინდა გიორგის სამლოცველოში, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის კუთვნილი უინძორის სასახლის ტერიტორიაზეა განლაგებული დღეს ანგლიკანურმა ეკლესიამ დალოცა პრინც ჩარლზი და კამილა პარკერ ბოულსი. ლოცვები კენტერბერის მთავარეპისკოპოსმა ჩაატარა. საეკლესიო ცერემონიას წინ უძღოდა საკმაოდ პატარა სამოქალაქო ცერემონია, რომელსაც მხოლოდ 30 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის პრინცის ორივე ვაჟიშვილი-უილიამი და ჰარი.

ჩარლზის მშობლები, დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპი სამოქალაქო ქორწინებას არ ესწრებოდნენ, არამედ ისინი მხოლოდ სამლოცველოში მივიდნენ.

ბრიტანეთის ამჟამინდელი კანონმდებლობით, კამილა პარკერი დედოფალი გახდება მაშინ, თუ პრინც ჩარლზი ბრიტანეთის ტახტზე დედას, ელისაბედ მეორეს შესცვლის.

მანამ სანამ ახლად დაქორწინებული წყვილი თაფლობის თვეს დაიწყებდეს შოტლანდიაში, სამეფო ოჯახი 750- კაციან საზეიმო ნადიმს უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG