ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის პოლიცია იერუსალიმის არაბულ ნაწილს პატრულირებს - 2005-04-08


ისრაელის ათასობით პოლიციელი დღეს იერუსალიმის ძველ ნაწილში განლაგდა, სადაც მუსლიმანები ლოცულობენ და არსებობს იმის საშიშროებაც, რომ ებრაელი ექსტრემისტები შესაძლოა არეულობის შექმნას შეეცდებიან.

ისრაელის პოლიცია იერუსალიმის არაბული ნაწილის შესასვლელებს და ალ აქსას მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიას პატრულირებდა.

მიღებული ინფორმაციით, პალესტინელი მეამბოხეები დაიმუქრნენ, რომ თუკი ებრაელი დემონსტრანტები მეჩეთის ტერიტორიაზე შეღწევას შეეცდებიან, პალესტინური მხარე დაარღვევს დროებითი სამშვიდობო ზავის პირობებს.

აქამდე, ებრაელი ახალ მოსახლეები იმუქრებოდნენ, რომ ალ აქსას მეჩეთს და მიმდებარე ტერიტორიას ისრაელის პრემიერ მინისტრის არიელ შარონის გეგმის საპროტესტოდ გამოიყენებენ. შარონის გეგმა ღაზის სექტორიდან და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან ებრაული სამოსახლოების მოშლას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG