ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იოანე პავლე მეორეს დაკრძალვა შედგა - 2005-04-08


იოანე პავლე მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო მესაზე, კარდინალმა ჯოზეფ რათცინგერმა იქადაგა. მან, რომის უკანასკნელი პაპის მოღვაწეობა კათოლიკური სწავლების მიხედვით პირველი პაპის, წმინდა პეტრეს მოღვაწეობას შეადარა.

რომის წმინდა პეტრეს მოედანზე დღეს აღვლენილ მესას სწორედ კარდინალი რათცინგერი უძღვებოდა. რათცინგერი, კათოლიკური ეკლესიის ერთერთი ყველაზე უხუცესი ფიგურაა. მან გაიხსენა პაპის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მომენტები, და განაცხადა, რომ პაპი შესანიშნავი პიროვნება იყო, რომელმაც თავისი მრწამსის არსს ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის პერიოდში მიაგნო.

კარდინალმა რათცინგერმა აღნიშნა, რომ ერისკაცობაში კაროლ ვოიტილას უფალმა მოუწოდა სასულიერო მოღვაწეობა დაეწყო, ისე როგორც იესო ქრისტემ თავის მოციქულ პეტრეს სამწყსოს მწყემსვა სთხოვა.

იოანე პავლეს პონტიფიკატი კარდინალმა რათცინგერმა დაახასიათა, როგორც ტკივილისა და მსხვერპლშეწირვის ერთობლიობა, რომელიც მოციქულ პეტრესა და თვით იესო ქრისტეს ტანჯვას შეიძლება გაუტოლდეს.

XS
SM
MD
LG