ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიიტი პოლიტიკოსი, იბრაჰიმ ალ ჯააფარი ერაყის პრემიერ მინისტრი ხდება - 2005-04-07


ერაყის ახალმა საპრეზიდენტო საბჭომ ქვეყნის დროებით პრემიერ მინისტრად შიიტი პოლიტიკოსი იბრაჰიმ ალ ჯააფარი დაასახელა.

ეს განცხადება, ქურთი პოლიტიკოსის, ჯალალ თალაბანის ინაუგურაციას მოჰყვა. დღეს, ბაღდადში თალაბანის ინაუგურაცია ჩატარდა. ერაყის თანამედროვე ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა არა არაბი ხდება სახელმწიფოს მეთაური. ბატონი თალაბანი იმ ქვეყნის მეთაური გახდა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მან თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მოანდომა. მისი არჩევის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ბატონმა თალაბანიმ განაცხადა, რომ კანონის თანახმად ყველა ერაყელი თანასწორუფლებიანია. ამიერიდან, აღარ იქნება დისკრიმინაცია და ყველა ერაყელი, ქურთი, და არაბი, მისი რელიგიური მრწამსისა თუ ეროვნების მიუხედავად თანასწორუფლებიანი იქნება.

ახლა ბატონმა თალაბანიმ უნდა იღვაწოს ქურთებისთვის ავტონომიის გარანტირებისთვის და ეს ისე უნდა გაკეთდეს რომ არ დაირღვეს გარიგებები, რომელთა წყალობით მან უპრეცენდენტო გავლენა მოიპოვა. ბატონმა თალაბანიმ განაცხადა, რომ პირობას სდებს მისი მოვალეობები შეასრულოს ყოველგვარი რელიგიური ტენდენციურობისა და რასიზმის გარეშე, რაც დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება დამყარებული. ერაყელი ხალხის ისლამური თვითმყფობადობისა და ყველა სხვა რელიგიისადმი პატივისცემით.

XS
SM
MD
LG