ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის კათოლიკური ეკლესიის კონკლავი რომის პაპს აირჩევს - 2005-04-06


რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა საბჭო-კონკლავი, რომელმაც ახალი წინამძღვარი უნდა აირჩიოს, ამ თემაზე მსჯელობას 18 აპრილს დაიწყებს.

ვატიკანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საბჭო მუშაობას საგანგებო მესით დაიწყებს. ა

ვატიკანის ინფორმაციით, ასევე ცნობილია, რომ პაპის ანდერძს ხვალ, ხუთშაბათს გამოაქვეყნებენ.

ამ ფონზე, ასობით ათასი მგლოვიარე პაპის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად რიგებში დგას.

რომში კი თანდათან მკაცრდება უშიშროების ზომები. პარასკევს, იოანე პავლე მეორეს დაკრძალვაზე, მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერებს შორის ასევე იქნებიან ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და ყოფილი პრეზიდენტი ბილ ქლინტონი.

XS
SM
MD
LG