ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპის გარდაცვალებას მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები ეხმაურებიან - 2005-04-03


რომის პაპის იოანე პავლე მეორეს ცხრადღიანი პანაშვიდის დაწყება მსოფლიოს ლიდერების გამოხმაურებს იწვევს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, პაპი გამორჩეული ფიგურა იყო და მისი ღვაწლი მსოფლიოს ისტორიაში საკადრის ადგილს დაიკავებს. მიხაილ გორბაჩოვის თქმით, პაპი მსოფლიოს უპირველესი ჰუმანისტი იყო. პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა აღნიშნა, რომ საგულისხმოა იოანე პავლეს მეორეს წვლილი პალესტინელების თავისუფლების დაცვის საქმეში. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი თქვა, რომ პაპმა სხვადასხვა მრწამსის ადამიანებს შორის კავშირი დაამყარა.

XS
SM
MD
LG