ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა იოანე პავლე მეორე - 2005-04-02


მსოფლიოს სახელმწფოთა ლიდერები მწუხარებას გამოთქვამენ რომის პაპის იოანე პავლე მეორის გარდაცვალების გამო.

ვაშინგტონში, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ მსოფლიომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ლიდერი დაკარგა, კათოლიკურმა ეკლესიამ კი თავისი წინამძღოლი.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა იოანე პავლე მეორე სხვადასხვა რელიგიებს შორის დიალოგის ინიციატორად და მშვიდობის ქომაგად მოიხსენია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა განსვენებულ პაპს სასულიერო ლიდერი უწოდა, რომელსაც პატივს სცემდა ხვადასხვა სარწმუნოების მიმდევარი ხალხი.

ისრაელის პრემიერ მინისტრის მოადგილემ შიმონ პერესმა კი განაცხადა, რომ პაპმა იოანე პავლე მეორემ ძირეული ზეგავლენის მოხდენა შესძლო ანტი- სემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა კი გარდაცვლილი სასულიერო მოძღვარი პალესტინელთა უფლებების დამცველად მოიხსენია.

XS
SM
MD
LG