ყირგიზეთის ახალი ხელმძღვანელობა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება. ბიშკეკში იმყოფება საქართველოსა და უკრაიანის დელეგაციაც.
ეუთოს თავმჯდომარე დიმიტრი როპელი და ყირგიზეთის პრეზიდენტი კურმანბეკ ბაკიევი დღეს ბიშკეკში შეხვდნენ ერთმანეთს, და ივნისში საპრეზიდნეტო არჩევნების მომზადების საკითხები განიხილეს.
ქართველი და უკრაინელი საგარეო საქმეთა მინისტრები ყირგიზეთის დროებითი ადმინისტრაციის წევრებს დღეს მოგვიანებით შეხვდებიან.