ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თანამდებობიდან გადადგა ყირგიზეთის უშიშროების ლიდერი ფელიქს კულოვი - 2005-03-30


თანამდებობიდან გადადგა ყირგიზეთის უშიშროების უწყების დროებითი ხელმძღვანელი ფელიქს კულოვი. მისი განცხადებით, მდგომარეობა მეტ ნაკლებად სტაბილურია.

ამ ფონზე, ყირგიზეთის დროებითი ხელისუფლება აცხადებს, რომ დაიცავს განდევნილი პრეზიდნეტის ასკარ აკაევის უსაფრთხოებას.

რუსული მედიისთივს გაკეთებულ ინტერვიუში აკაევმა აღნიშნა, რომ იგი მზად არის გადადგეს. მან ასევე განაცხადა, რომ არ შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, თუმცა თქვა ისიც, რომ იგი დღემდე ყირგიზეთის ლეგიტიმურ ლიდერად რჩება.

ამის პარალელურად, ყირგიზეთის ახალი დროებითი პრეზიდენტი კურმანბეკ ბაკიევი აცხადებს, რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ და დაეხმარება ძარცვა გლეჯის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

XS
SM
MD
LG